Ca' Foscari University of Venice - English website > About the University > კეთილიიყოს [Georgian]

კეთილიიყოს [Georgian]

კა’ ფოსკარის უნივერსიტეტს ბადალი არ ჰყავს
კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი თავად ვენეციაა. იგი ბიზნესის რიგით პირველი სკოლაა იტალიაში, ხოლო ევროპაში – მეორე. უნივერსიტეტია, სადაც ოცდაათზე მეტი ენა ისწავლება. გზაჯვარედინია, მისი მასპინძელი ქალაქივით, სადაც ერთმანეთს ხვდება კულტურები, მეცნიერული კვლევის სფეროები, იდეები, შემოქმედებითი ძალები. თანამედროვე უნივერსიტეტია, რომელიც უპასუხებს დროის მოთხოვნას. მის რვა კათედრაზე ხორცი ესხმის მეცნიერული კვლევის მოწინავე პროექტებსა და უახლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. კა’ ფოსკარის უნივერსიტეტმა თავისი კათედრათა შორისი ხუთი სკოლის მეშვეობით საგანმანათლებლო პროგრამები გამჭოლად აქცია და მრავალი სასწავლო დისციპლინით შეავსო. ასე რომ, ვინც კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში სწავლობს, უაღრესად ფართო და კომპლექსურ კვალიფიკაციას შეიძენს. აი, მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: ეკონომიკა კულტურის ძეგლთა დაცვა-შესწავლას უახლოვდება, ენები ეკონომიკურ მეცნიერებათა არეალს გადაკვეთს, ხოლო რესტავრაცია ზუსტ მეცნიერებებს ხვდება.
უნივერსიტეტი გვთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს ყველა დონეზე, თანაც – როგორც იტალიურ, ისე – ინგლისურ ენებზე. აქ არის 15 სამწლიანი საბაკალავრო, 30 ორწლიანი სამაგისტრო და 32 სასპეციალიზაციო კურსი, რომ არაფერი ვთქვათ დოქტორანტურის სკოლაში არსებულ მრავალფეროვან პროგრამებზე. აქვეა განახლებული საზაფხულო სკოლა, სადაც კრედიტული სისტემის დაცვით, იტალიელი და უცხოელი მეცნიერები ლექციების დამატებით კურსებს უკითხავენ დაინტერესებულ იტალიელ და უცხოელ სტუდენტებსა და სპეციალისტებს.
კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში არის საერთაშორისო პროგრამების მდიდარი არჩევანი: ბაკალავრიატში – 5, მაგისტრანტურაში – 13, პროფესიულ მაგისტრანტურაში – 2, დოქტორანტურაში – 10.
„ისწავლო კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში, არ ნიშნავს, მხოლოდ ლექციებს დაესწრო, ან ბიბლიოთეკაში იმეცადინო. არ ნიშნავს, მხოლოდ უზადო სპეციალისტად ჩამოყალიბდე. აქ სწავლით განუმეორებელ გამოცდილებას მიიღებ ისეთ გარემოში, რომელიც სხვაგან არ არსებობს: ხელოვნების, კულტურის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოეთთან გაცვლების სფეროში. უბრალოდ ვენეციაა, ესაა და ეს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვენეციაში!“
კარლო კარარო, კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის რექტორი

 

© Ca'Foscari 2013

Last update: 20/03/2012 da System Administrators